White Russian Feminised

White Russian Feminised

$5.00
არ გვაქვს

ბრენდი:

Errors Seeds Импорт

ტიპი:

უპირატესად Indica

THC:

22%

ყვავილობა:

55 - 63 დღე

სურნელი ყვავილობისას:

ძლიერი

გენეტიკა:

AK-47 x White Widow

მოსავლიანობა:

350-500 გრ/მ^2

მცენარის სიმაღლე:

საშუალო

მოსავლის გასუფთავება:

ოქტომბრის ბოლო

ძირითადი მახასიათებლები

კანაფის ჯიშის White Russian ფემინიზირებული თესლები წარმოშობენ შესანიშნავ მკვრივ და სქელ ფისით დაფარულ თანაყვავილედებს. მომწიფების პერიოდში ბუჩქები იფარება ალმასისებური კრისტალური ფხვნილით, რომელიც ტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს მცენარე დაიფარა წვრილი თოვლის ფანტელებით. ამ ჯიშის ბუჩქებისთვის სხვა დანარჩენი ინდიკა-დომინირებადი ჯიშების მსგავსად არის დამახასიათებელი დიდი ზომის მთავარი ღერო, რომელისგანაც ვითარდება მრავალი ტოტი.

წარმოშობა

White Russian განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფრანგ, კალიფორნიელ და იტალიელ გროვერებში, რადგან მათი კლიმატი საშუალებას იძლევა რომ მცენარე გაიზარდოს ღია გრუნტზე. აუთდორული (სახლის პირობებში) გაზრდის დროს მცენარე თეთრი კრისტალებით იფარება დაახლოებით ყვავილობის მეხუთე კვირას. ამ ჯიშის ფემინიზირებულ თესლებს გააჩნიათ კარგი გენეტიკა. ესეთი დამახასიათებელი ვიზუალური თვისებების გამოვლენა მიღწეულ იქნა White Widow-ის და АК-47-ის შეჯვარების შედეგად 90-იან წლებში.

გემო და ეფექტი

თუკი მარიხუანას სამყაროში არსებობს იდეალური გემო, მაშინ ყველანაირი ეჭვის გარეშე ის ეკუთვნის White Russian-ს: მის შეუდარებელ ბუკეტში გარკვევით იგრძნობა ციტრუსოვანი სუნი, რომელიც ჰარმონიულად არის შერწყმული მოტკბო არომატთან. ამ ჯიშის ეფექტი გამოირჩევა შესამჩნევი ცერებრალური მოქმედებით, რომელსაც თან ერთვის სასიამოვნო ეიფორია, აგრეთვე მომატებული გონებრივი და მოძრაობითი აქტივობა.

სამედიცინო გამოყენება

THC-ს მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს გამოკვეთილ თერაპევტულ მოქმედებას. ეს ჰიბრიდი ხშირად გამოიყენება ძლიერი ტკივილების კუპირებისთვის, გულისრევის და კუნთების სპაზმის დროს, აგრეთვე ემოციური დაძაბულობის დროს. ასევე მისი გამოყენება შეიძლება პაციენტებისთვის, რომლებიც ფსიქიკური დაავადებებით იტანჯებიან, რომელთა დამშვიდება ჭირს ტრადიციული მკურნალობებით.

ზრდის მახასიათებლები

ეს ჯიში არ არის კაპრიზული, რის გამოც მისი კულტივირება შესაძლებელია დღეისთვის ცნობილი ყველა მეთოდით. ჰიბრიდი შესანიშნავად რეაგირებს საკვებ დანამატებზე, მას არ აშინებს ტემპერატურული ცვლილებები, მორწყვის რეჟიმის დარღვევა და არაკორექტული სინათლის ციკლი, რაც მას ხდის განსაკუთრებულად მიმზიდველს ახალბედა გროვერებისთვის, რომლებმაც ჯერ ვერ მოასწრეს კანაბისის კულტივაციის ყველა ნიუანსის შესწავლა.
კომენტარი საქონელზე 1

nugzar tsignadze (02/03/2018)

adamiani da 9 xazia sharshan gavzarde da saotsreba